მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობენ.

როვშან ისკანდეროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჩაერთო. სადაც კარგად ჩანს როგორ ზეიმობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გამარჯვებას.

სადახლოს ცენტრში ადგილობრივ “ჩაიხანაში” ცოცხალი მუსიკის თანხლებით, აქტივისტები სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პლაკატებს ეცეკვნენ.