ქმარმა ცოლი ტელეფონზე დიდხანს ლაპარაკის გამო ცემა

გუშინ გორის მოსამართლემ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვით, ძალადობა ტელეფონს უკავშირდება. 45-წლამდე ასაკის მამაკაცმა, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როდესაც ის ტელეფონით სარგებლობდა.
მეუღლემ ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

შიდა ქართლის პოლიციამ 1-დან 5 იანვრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა. აქედან წინასწარი პატიმრობა ერთს შეუფარდეს. დანარჩენ სამს კი, გირაო – 1000 ლარის ოდენობით.

ბრალდებული მამაკაცების თქმით, მეუღლესთან კონფლიქტი არანაირად არ წარმოადგენს ძალადობას. ამ შემთხვევას მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები მხოლოდ მცირედ უთანხმოებას უკავშირებენ.