რუსთავში 4 ბავშვი და 1 ქალი გაზით მოიწამლნენ

რუსთავში 1 ქალი და ოთხი ბავშვი CO-თი მოიწამლნენ, შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.
2 მცირეწლოვანი და 2 მოზარდი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაახლოებით 1 საათის წინ ბავშვთა საავადმყოში გადაიყვანა.როგორც ტვ4-ს საავადმყოფოში განუცხადეს ,ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და მათ რამოდენიმე საათში გაწერენ. ახალგაზრდა ქალის ჰოსპიტალიზება კი კლინიკა “რუსთავში” მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და “სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა იყო მობილიზებული.