რუსთავში, მეგობრობის გამზირსა და ფალიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. როგორც TV4-ს “ენერგო პრო ჯორჯია”–ში განუცხადეს, ერთ–ერთი აბონენტის სადენების დაზიანების გამო, ელექტროენერგია უსაფრთხოების მიზნით გაითიშა.
პრობლემა სრულად მოგვარდა და აღნიშნულ ქუჩებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.