ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გურჯაანის სოფელ ჩალაუბანთან. მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 75 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.