რუსთავში ფეხბურთის სამოყვარულო ლიგა ჩატარდა. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოყვარულო გუნდები არსებობს, რომლებშიც ძირითადად ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ და ამ ინიციატივას რუსთავიც შეუერთდა. ჩვენი ქალაქიდან 2 გუნდი დაკომპლექტდა, გამარჯვებული კი ქვემო ქართლის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.