ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა-მამუკა ბახტაძე

ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბუნებრივია ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე.”- განაცხადა პრემიერმა.