გერმანიაში ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ ავრცელებს.
ქალაქ ბრუხზალთან მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი სამი ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პილოტი ცდილობდა საგანგებო დაფრენას ქალაქ კარლსრუესთან მდებარე ავიაბაზაზე, თუმცა, ვერ შეძლო.
კატასტროფის მიზეზები უცნობია. ჩამოვარდნისას თვითმფრინავი ერთ-ერთ მაღაზიასთან მეტალის ღობეს დაეცა. მაღაზიაში მყოფი ადამიანები არ დაშავებულან.