რუსთავში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან სანთლებით გლოვის სიმბოლო ყაყაჩო მოიხატა. იქვე მოლბერტებზე 8 აგვისტოს ომში დაღუპული 4 რუსთაველი ჯარისკაცის ფოტო იყო განთავსებული. მემორიალთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა ჰაერში ფრანები გაუშვეს. ყველა მონაწილეს ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი ჰქონდა დამაგრებული. გმირთა მემორიალთან ქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.