ფილიპინების აეროპორტში ამერიკელი ქალის ბარგის შემოწმებისას ჩანთაში 6 დღის ბავშვი იპოვეს.
როგორც ფილიპინების საიმიგრაციო ბიუროს სპიკერმა მელვინ მაბულაკმა განაცხადა,შემთხვევა მანილას Ninoy Aquino-ს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მხოლოდ ექვსი დღის იყო. ქალის მტკიცებით ის ბავშვის დეიდაა, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქმე ფილიპინების გამოძიების ეროვნული ბიუროს ტრეფიკინგის განყოფილებას გადაეცა.