საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების განრიგი ცნობილია

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის, ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აპლიკანტები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

ცენტრის რეკომენდაციით, პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს აუქმებს.