ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა (+ფოტო)

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

დანგრეულია ათასობით სახლი, დატბორილია გზები. ასევე დაზიანებულია ადგილობრივი აეროპორტები, რის გამოც მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება.

უცხოური მედიის ცნობით, 70 000 ადამიანს გადაუდებელი დახმარება სჭირდება. გაერო ბაჰამის კუნძულებს უკვე დაჰპირდა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის ერთი მილიონი დოლარის გამოყოფას.

დღეს ქარიშხალი „დორიანი“ უკვე ფლორიდას გადაუვლის.