მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 24 ოქტომბრიდან შეძლებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისთვის 27 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. ქვეყნის მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.