“რუსთავმა” საკალათბურთო სეზონი გამარჯვებით დაიწყო

“რუსთავმა” საკალათბურთო სეზონი და დუდუ დადიანის მემორიალური გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.
რუსთაველი კალათბურთელები დღეს თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში “დინამო”-ს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 86:84 დაამარცხეს.

ხვალ “რუსთავი” “კაკტუსს” შეხვდება. მატჩი კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:00სთ.ზე გაიმართება