რუსთავში “რაღაცნაირი ლიფტი” პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან ჯანჯღავამ მერვე მიკრორაიონში ახალი პროექტის “რაღაცნაირი ლიფტი“ განხორციელება დაიწყო.

პროექტი რუსთავის მერიისა და ფონდ ორბელიანის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია მოქალაქეებმა ცნობილი ისტორიული ფაქტების შესახებ მოკლე ინფორმაცია ლიფტით მგზავრობისას მიიღონ.

ლიფტებში გაკრულ ბანერებზე ასევე ცნობილი მწერლების ფრაზებია განთავსებული.

პროექტი ,რაღაცნაირი ლიფტი“ პირველ ეტაპზე მერვე მიკრორაიონის 12 ნომრის 4 სადარბაზოში განხორციელდა.