ქვემო ქართლის მასშტაბით 286 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, გარდაბნის კულტურის სახლში, ქვემო ქართლის მასშტაბით 286 წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის 59 გარდაბნელი დაჯილდოვდა.

პერსონალური კომპიუტერები წარჩინებულ მოზარდებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად საჯარო სკოლის მოსწავლეები განისაზღვრნენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს . პროექტის მიზანს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.