მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა

რუსთავში ,მეგობრობის გამზირზე ,მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა ,როცა მცირეწლივანი დედას და ნათლიას ზებრა გადასასვლელზე საბავშვო ეტლით გადაყავდათ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი და მისი ნათლია. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით მძიმე დაზიანებები აღენიშნება ბავშვის ნათლიას.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.