24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, აზიზქენდი და მიმდებარე სოფლებში,
13:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, დარაკოვი, სამება, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, სამგორი, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.