ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზატკეცილზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა,რომელშიც 7 ადამიანი,მათ შორის არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ.
update: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 წლის მოზარდი და კიდევ 4 ადამიანი,რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად გადაკეტილია რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.
tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში tv4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.