ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა .გავრცელებული ინფორმაციით, „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, დაღუპულია მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი. მძიმეა ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყებამ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.