ახალქალაქში კრიმინალურ გარჩევაში “ქართული ოცნების” დეპუტატის შვილი ფიგურირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების” დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა დავით მკოიანმა, ახალქალაქში ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა “ბიტებით” და “კასტეტით” სცემა.
ინციდენტი ახალქალაქის ბაზართან, დღის საათებში მოხდა და მას თვითმხილველებიც ჰყავს. დაშავებული, რომელსაც თავი გატეხილი აქვს, ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი.