სკოლამდელი განათლების კადრების განვითარება-სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პოლონური ორგანიზაცია ედუკატორის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს საქართველოში სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე უწყვეტი პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, პოლონური გამოცდილების გაზიარების ორწლიანი შედეგები განიხილეს და ამ სფეროში არსებული მიღწევები შეაჯამეს.

შეხვედრას რუსთავის მერი და გარდაბნის მერის მოადგილე დაესწრო. ღონისძიებაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების პროგრამა ხორციელდება.