წარმატება ამერიკის სამეცნიერო ოლიმპიადაზე-გამარჯვებულს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ოლიმპიადა „ჯენიუსის“ გამარჯვებულ შოთა ბერიძეს მასპინძლობენ.

მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები გამარჯვებულს სამახსოვრო და ფასიან საჩუქარს გადასცემენ.

შეგახსენებთ, შოთა ბერაძე, ამერიკაში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ყოველწლიური სამეცნიერო ოლიმპიადა „ჯენიუსის“ გამარჯვებულია.

ოლიმპიადაში საქართველოს სამი გუნდი მონაწილეობდა. მათგან ორმა საუკეთესო მონაწილეთა ათეულში მე-4 ადგილი დაიკავა, საუკეთესო მონაწილეს ტიტული ექვსმა მოსწავლემ მოიპოვა, მათ შორის საქართველოდან შოთა ერთადერთია ვინც საუკეთესო გამოგონებისთვის პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი შოთა ბერაძე მომდევნო  საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება , რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შოთას მომავალ ასპარეზზე სამგზავრო ხარჯების დასაფინანსებლად  მზაობა გამოთქვეს და წარმატებები უსურვეს.

შოთა ბერაძე, კომაროვის სკოლა-პანსიონის VII კლასის მოსწავლეა, კომაროვში ჩარიცხვამდე ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში სწავლობდა.

შოთა ბერაძე, სოფელ გამარჯვებაში მშობლებთან და სამ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.