“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან” -ამ წარწერით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძე პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
ხინკლისა და დიპლომის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.
რომან გოცირიძემ ჯერ თადუმაძის ჯგუფელებს, შემდეგ კი ლექტორებს, სთხოვა, რომ გამოჩენილიყვნენ და ის მათ ხინკალზე დაპატიჟებდა.