ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება-ქვემო ქართლში 54 კანონდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 237 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში – 62, იმერეთში – 56, ქვემო ქართლში – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, შიდა ქართლში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 9, გურიაში კი – 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ხოლო დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.