2020 წლიდან გარემოს დაცვის და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც ავტომობილებს გადაამოწმებენ და შესაბამისად, დააჯარიმებენ.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში აცხადებენ,რომ ტექინსპექტირების შედეგების შეჯამებისას, ნათელი გახდა,რომ სწორედ გამონაბოლქვია ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზი.
მათივე ცნობით, ასეთი ტიპის ხარვეზების რაოდენობა შემცირებულია,თუმცა მოჭარბებული კვამლიანობა ტრანსპორტს ისევ ეტყობა. ამის მიზეზად კი ასოციაციაში მონიტორინგის მექანიზმის არარსებობას ასახელებენ.
ასოციაციის ხელმძღვანელის ვაჟა იორდანაშვილის განცხადებით,შედეგად მძღოლები უხარისხო საწვავით დადიან.
“ფაქტია, გზებზე მონიტორინგი არ გვაქვს. ჭკვიანი კამერა უბრალოდ ვერ დააფიქსირებს კვამლიანობას, შესაბამისად, ვერ დააჯარიმებს. შედეგად, მძღოლები უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და უბრალოდ, დადიან უხარისხო საწვავით.ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, რაც დაგეგმილია მომავლი წლიდან. კერძოდ, გარემოს დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც გზაზე ავტომობილებს გადაამოწმებენ და ასევე, დააჯარიმებენ“- განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.
არსებული რეგლამენტის მიხედვით, CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში 0.8%-სარ უნდა აჭარბებდეს. თუმცა, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე ჩამოდის , ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი, 0.5% -0.3%-მდე.