ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა. 30 დეკემბერს ბოლნისელებს დამდეგი შობა-ახალი წელი ჯგუფმა “რეგიონმა” მიულოცა.
კონცერტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას ,როგორც ქალაქ ბოლნისის ,ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული ბოლნისელები ესწრებოდნენ.
კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა, რის შემდეგაც მსმენელების სადღესასწაულო განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა.
კონცერტს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.