თოვლისა და ლიპყინულის გამო,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.