დეკემბერი ბათუმში-ქალაქში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსს აღწევს

ბათუმში, 23 დეკემბერს ,წლების შემდეგ პირველად, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ქალაქში ჰაერის ტემპერატირა +24 გრადუსს აღწევს.

აღსანიშნავია,რომ  1936 წლის შემდეგ,  ქალაქში ყველაზე მაღალი ტემპერატურა  დღეს პირველად დაფიქსირდა.  ანალოგიური სითბო  1962 წელსაც იყო, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა  მხოლოდ +20.7 გრადუსს აღწევდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ბათუმის სანაპიროზე 23 დეკემბერსაა გადაღებული.