სიძემ სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში   სიძემ სიმამრი მოკლა. შემთხვევა სოფელ ნუკრიანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,61 წლის  მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. საქმე 108- ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი მიმავალვაში იმყოფება.