ზუგდიდში ჭაში ჩავარდნის შედეგად 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭის გაწმენდის დროს, მიწით სავსე ვედრო დაეცა.
ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.