პოლიციის დეტექტივი ძალადობის მუხლით დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შსს-ს ჩხოროწყუს პოლიციის დეტექტივი დააკავა.

როგორც ცნობილი ხდება, პროკურატურამ ა. დ. 34 წლის მამაკაცზე გ. პ. – ზე ძალადობის მუხლით დააკავა.

კოლეგების განცხადებით, დაკავებული პოლიციელი ა. დ. კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. ჯუმბერ იზორია არ გამორიცხავს, რომ პოლიციელს და დაზარალებულს სამსახურებრივად ჰქონოდათ შეხების წერტილი.

ახლობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ა. დ. უდანაშაულოა და რომ გამოძიება მის უდანაშაულობას დაადგენს.

პოლიციელი ა. დ. პროკურატურამ წუხელ დააკავა. მან პოლიციიდან წასვლის შესახებ განცხადება ერთი კვირით ადრე დაწერა . ის 13 წელი მუშაობდა შსს ჩხოროწყუს პოლიციაში.