10 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 დეკემბერს 07:00-დან 07:030 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის ქუჩებზე, მარის არხის I, II და III დასახლებებში;

14:00-დან 16:00 საათამდე – რუსთავში მე-12, მე-19, მე-17, მე-11, მე-18 მიკრორაიონებში, ტაბიძის, ტურგენევის, პუშკინის, სანაპიროს, ერისთავის, ქუქჩიშვილის, ჭონქაძის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 12:00-დან 17:00 საათამდე – რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.

11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს გაჩიანში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში.
12:30-დან 18:30 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.