თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საჭეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეშვიდე ნაწილით იძიებს.