„როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ-ში ზამთრის შტორმისგან გამოწვეულ თოვლს, წვიმასა და სეტყვას სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის გამო 1 000 ავიარეისი გადაიდო.
ალაბამას, მისისიპის, კენტუკის, ტენესისა და არკანზასის შტატებში 257,000 სახლი და ბიზნეს დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 18 მილიონი ადამიანი ლუიზიანაში, არკანზასში, ტექსასსა და ოკლაჰომაში ტორნადოსა და წყალდიდობის საფრთხის წინაშე დგანან