“თალიბანზე” ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 51 ტერორისტი მოკლეს

“თალიბანის“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც 51 მებრძოლი მოკლეს. ასევე, დაიჭრა 13 ტერორისტი, 6 კი – დააკავეს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 პროვინციაში სახელმწიფო ძალებმა 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში მიიტანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბალხის პროვინციაში ავიადარტყმებს სულ ცოტა სამი ქალი და ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.