თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს. მიწისძვრის შედეგად, 76 შენობა სრულად განადგურდა და ასევე, ჯამში 467 სახლი დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.