იემენში, სარაკეტო იერიშის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე ჰუსიტების მიერ სარაკეტო იერიში განხორციელდა. შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი – დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უმეტესობა მათგანი სამხედრო პირია. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰუსიტების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ აუღიათ.