მე-14 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

მე-14 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.  N47 საცხოვრებელ კორპუსთან ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფება. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,  ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა. სადარბაზოში  დაკვამლიანებაა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.