გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან-ამის შესახებ tv4-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
ეკა ხუციშვილის განმარტებით,სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, ფილიალებში თავისუფალი დასწრება საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაგრძელდეს.
მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში ჯანდაცვის კოორდინატორიც მუშაობს, რომელიც გრიპის დაფიქსირების შემთხვევაში, მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.
ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს.