საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის შენობის ფასადზე სიმბოლურად, სახელმწიფო დროშა გადმოიფინა. ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.
“დღეს, ქართული დროშის დღეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია ეს დღე, რადგან თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს იმ ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობა, რაც ქართული ტრადიციების მატარებელია. ნებისმიერი ასაკის ადამიანს უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს სახელმწიფო სიმბოლოებს და დროშას. მინდა ის სიყვარული, რაც ბავშვებმა გამოავლინეს დღეს, ყველა თაობაში იყოს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.