ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
პატრიარქმა ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება. ზეცა გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე და ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.