„წითელი ხიდის“, ,,ყაზბეგის“ და „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

„წითელი ხიდის“, ,,ყაზბეგის“ და „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებში, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

„საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, ,,ყაზბეგი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 18,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.