17 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 06:30-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, გარეჯის, მეგობრობის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე,

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, მარადისი, იმირი, ყულარი, წითელი სოფელი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე,

12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ჭაპალა, ტალავერი, მუხრანა და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ფოლადაანთკარი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.