ავტომობილის ამოტრიალების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილი ხდება,  სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს ავტომობილი ამოუტრიალდათ. შემთხვევის შედეგად, 35-წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო:არ შეესაბამება რეალობას