ბოლნისის “სიონს” ახალი სამწვრთნელო შემადგენლობა ჰყავს

ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლნისის “სიონმა” პირველი ვარჯიში გამართა.

“სიონის” მთავარ მწვრთნელს სამწვრთნელო გუნდში – ლაშა ფირცხალაიშვილი, მანუჩარ მანჯავიძე და ბოლნისელი, ახალგაზრდა მწვრთნელი, გიორგი ოქროპირიძე იმუშავებენ. მეკარეებს კი, ასევე, ბოლნისელი სპეციალისტი დავით შეყლაშვილი მოამზადებს.

ბოლნისის “სიონი” ეროვნული ლიგა 2-ში, პირველ შეხვედრას , 2 მარტს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ბოლნისელები საკუთარ მოედანზე, “შევარდენი 1906” უმასპინძლებენ.