მაგისტრალზე ტრაილერი გადაბრუნდა

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მაგისტრალზე. გავრცელებული ინფორმაციით, გორთან ტრაილერი გადაბრუნდა.  მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გაბარიტული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე ადმინისტრაციული წესით არის აღძრული.