მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი , რომელსაც ასამდე მიგრანტი გადაჰყავდა, ხევში გადავარდა.
უცხოური მედიის ცნობით,შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 81 ადამიანი.დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.
როგორც ცნობილი ხდება, გვატემალის და სალვადორის მოქალაქეები მექსიკის გავლით შეერთებულ შტატებში შესვლას აპირებდნენ.