მოსახლეობამ გზა გადაკეტა-თბილისი-წითელი ხიდის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.  ამის მიზეზი მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფელ ალგეთის მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქციაა.

  მოსახლეობამ სოფელში წყლის არ ქონის გამო,  თბილისის “წითელი ხიდისკენ” მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა.

ადგილობრივები აცხადებენ,რო სასმელი  წყალი უკვე ორი წელია არ მიეწოდებათ,  ამასთან ერთად, სოფლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაც არ ხდება. 

აქციის მონაწილეების ცნობით,პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს , დაპირება მიიღეს , რომელიც ამ დრომდე ,არ შესრულდა.

ამ დროისთვის აქციის გამო, „წითელი ხიდისკენ“ მიმავალ გზაზე საცობია.

ამ წუთებში tv4-ის გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე.