დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.  თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.

დაუნის სინდრომით, რომელიც გენეტიკური ცვლილებაა და არა დაავადება, იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

#გადაწყვეტილებაჩვენზეა – სწორედ ეს არის 2020 წლის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ სახელმწიფომ, საზოგადოებამ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ოჯახებმა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწორ განვითარებას.